.io თამაშები ტელეფონისთვის - Tamashebi.io

ამ ჩამონათვალში თქვენ ნახავთ ჩვენი აზრით საუკეთესო .io თამაშებს რომლებიც ასევე ადაპტირებულია ტელეფონისთვის და დამატებულია ანდროიდისთვის ფლეი სთორში, ხოლო ios-ისთვის app store-ში.

1. Slither.io

ითამაშეთ სხვა რეალური მოთამაშეების წინააღმდეგ ონლაინში! შეგიძლიათ გახდეთ ყველაზე გრძელი სლიზერი?

თუ თქვენ შეეჯახებით სხვა მოთამაშეს მოკვდებით და ეს იქნება თამაშის დასასრული. მაგრამ თუ თქვენი შეგეჯახებიან თქვენ, ისინი მოკვდებიან, და თქვენ შეჭამთ მათ ნარჩენებს!

Slither.io-ში თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ იმ შემთხვევაშიც თუ პატარა ხართ. უბრალოდ ჩაურბინეთ წინ თქვენზე დიდ მოთამაშეებს და ეცადეთ შეგეჯახონ!

თამაში ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ასევე ios დევაისებზე.

თამაშის გადმოწერა: Android / ios

 

2. Agar.io

ითამაშეთ ონლაინ თამაში სხვა რეალური ადამიანების წინააღმდეგ მთელი მსოფლიოდან, რათა გახდეთ უდიდესი წრე!

გააკონტროლეთ თქვენი პატარა წრე და შეჭამეთ სხვა მოთამაშეები რათა გაიზარდოთ ზომაში! მაგრამ ფრთხილად, თქვენზე დიდი მოთამაშეები შეეცდებიან რომ გაჯობონ და ეცადეთ მათგან თავი შორს დაიჭიროთ. გადარჩით და შეჭამეთ საკმარისი რომ გახდეთ ყველაზე დიდი წრე!

ახალი დანერგილი მოძრაობის სისტემით სპეციალურად თაჩსქრინებისთვის, agar.io გთავაზობთ იგივე დონის კარგ თამაშს მობილურებისთვის როგორც პერსონალური კომპიუტერებისთვის. ითამაშოთ უფასოდ ონლაინში ეს io თამაშების ნამდვილი ლეგენდა!

თამაშის გადმოწერა: Android / ios

 

3. Diep.io

Diep.io

agar.io-ს შემქმნელებისგან, უახლესი ონლაინ io თამაში ტელეფონისთვის! გააძლიერეთ თქვენი ტანკი, ესროლეთ მოწინააღმდეგე მოთამაშეებს და მიაღწიეთ პირველ ადგილს რანკში!

ესროლეთ სხვა მოთამაშეებსა და ბლოკებს XP-ს დასაგროვებლად, მომატეთ ლეველი თქვენს ტანკს და გახსენით ახალი კლასები, იარაღები და სკილები! 

Miniclip.com-ის მეორე .io შვილობილი, Diep.io მულტიფლეიერ ტანკების თამაშია. თქვენ თამაშს იწყებთ როგორც უცოდველი პატარა ტანკი რომელიც ისვრის მხოლოდ ერთი მიმართულებით, მაგრამ თამაშის პროგრესთან ერთად თქვენი ტანკიც ძლიერდება.

თამაშის გადმოწერა: Android / ios

 

4. ZombsRoyale.io

ZombsRoyale.io

30 მილიონზე მეტი მოთამაშე! შეეცადეთ გახდეთ საუკეთესო 2D 100 მოთამაშიან ონლაინ battle royale თამაშში ტელეფონისთვის. 

თამაშს გააჩნია როგორც solo (1 მოთამაშიანი)  ასევე duo (2 მოთამაშიანი) და squad (4 მოთამაშიანი) მოუდები. 

ZombsRoyale.io ძალიან გავს ცნობილ თამაშ Fortnite-ს მისი მთავარი იდეით, მაგრამ 2d ფორმატში. თამაშში ასევე ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალებაა, სკინები თქვენი ჩემპიონისთვის რომლებიც შეგიძლიათ იყიდოთ თამაშში არსებული ქოინებით. 

თამაშის გადმოწერა: Android / ios

5. Surviv.io

2d battle royale ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში. თითოეული ტური დაახლოებით 3-5 წუთს გრძელდება და ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. 

ამ თამაშში რუკა ყოველთვის განსხვავებულია, რადგან თითოეული მატჩის დროს ხელახლა გენერირდება. ამიტომ მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ ყოველი თამაშის დროს განსხვავებულ გარემოში იბრძოლონ და გადარჩნენ.

თამაშის გადმოწერა: Android / ios

 

6. Mobg.io

Mobg.io

მზად ხართ გახდეთ საუკეთესო, უნიკალურ .io შუთერი თამაშების სამყაროში?

შედით არენაში, აიღეთ იარაღი და გადარჩით რაუნდის დასასრულამდე რათა გახდეთ ბათლის გამარჯვებული!

ამ თამაშში ნამდვილ სურვაივალ გამოცდილებას მიიღებთ თქვენს ტელეფონზე. დეველოპერები კი გვპირდებიან, რომ თამაში ისეთივე კარგია მობილურებზე როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე.

თამაშის გადმოწერა: Android / ios

 

7. Hole.io

ეს თამაში ნამდვილ დამოკიდებულებას იწვევს!

შედით არენაზე და შეეწინააღმდეგეთ სხვა ორმოებს ძალიან უცნაულ ბრძოლაში. შეჭამეთ ყველაფერი რაც გზაზე გადაგეღობებათ და თქვენზე პატარა იქნება, რადგან თქვენი შავი ხვრელი ხართ! თქვენი მიზანი კი ისაა რომ ყველაზე დიდი შავი ხვრელი გახდეთ!

თამაშის გადმოწერა: Android / ios

რეკლამა

ბანერის ადგილი