.io თამაშების ისტორია

.io თამაშების ჟანრი სათავეს იღებს 2015 წლის 27 აპრილს, როდესაც 4chan-ზე 19 წლის ბრაზილიელმა დეველოპერმა მათეუს ვალადარეშმა დააანონსა მისი შექმნილი თამაში Agar.io. ეს იყო პირველი ცნობილი io თამაში, რომელმაც მოიპოვა უზომოდ დიდი პოპულარობა და რამდენიმე თვეში ასეულობით ათასი მოთამაშე გაიჩინა მთელი მსოფლიოს ირგვლივ. .io თამაშებს აქვს თავისი უნიკალური სტილი, რომელიც გამოარჩევს სხვა ბრაუზერის თამაშებისგან. .io თამაშები შექმნილია ბრაუზერის ყველა ზომისთვის და არის მთლიანად ონლაინი(multiplayer).

Tamashebi.io-ს შესახებ

საიტზე თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ თქვენი ანგარიში, რის შემდეგაც შეძლებთ დაამატოთ თამაშები ფავორიტებში, გააკეთოთ კომენტარები და მომავალში ისარგებლოთ დამატებითი ფუნქციებით. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად თანამედროვე თამაშები გავაცნოთ ქართველ მოთამაშეებს და ხელი შევუწყოთ მათ ერთმანეთთან დაახლოებას. იმედი გვაქვს კარგად გაერთობით და ჩვენი თამაშებიც მოგეწონებათ. საიტი ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს, ყველა შეფერხება მაქსიმალურად სწრაფად იქნება გამოსწორებული.